ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსახურის უფროსად მერაბ წივწივაძე დაინიშნა. წივწივაძე 2012 წლის 3 თებერვლამდე საჯარო რეესტრის ოზურგეთის ოფისს ხელმძღვანელობდა.
როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, იზა დარჩიამ გვითხრა, წივწივაძის დანიშვნის ბრძანებას, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, ილია ვაშაყმაძემ ხელი 20 თებერვალს მოაწერა.