"რთველი 2015:–ის ფარგლებში ყურძნის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, რეგიონების პარალელურად, სპეციალური სარეალიზაციო პუნქტები თბილისშიც მოეწყობა. თბილისის მერიის მხარდაჭერით, ქალაქის მასშტაბით ყურძნის სარეალიზაციოდ 15 ადგილი განისაზღვრა. ამ ეტაპისთვის გამოყოფილია 6 ძირითადი ტერიტორია, ხოლო საჭიროებიდან გამომდინარე, 9 სარეალიზაციო პუნქტი დაემატება.
თბილისსა და რეგიონებში სპეციალურად მოწყობილ ადგილებში, მევენახეები ყურძნის რეალიზებას გადასახადის გარეშე შეძლებენ.
პირველ ეტაპზე, თბილისის მასშტაბით ყურძნის სარეალიზაციო ადგილები მოწყობილია შემდეგ მისამართებზე:
ხეთაგუროვის ქუჩა (წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია);
კონსტიტუციის ქუჩა;
ნორიოს აღმართი (კუკია);
პეტრე იბერის ქუჩა (დიდი დიღომი);
პაიჭაძის ქუჩა (დიღმის მასივი);
რესპუბლიკის მოედანი;
საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური ადგილები დამაემატება შემდეგ მისამართებზე:
დაბა წყნეთი;
9 ძმის ქუჩა (კუკია);
სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია;
გობრონიძის ქუჩა (მუხიანი);
ლიბანის ქუჩა (ავჭალა);
პეტრიწის ქუჩა (დიდი დიღომი);
დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზზე: 247 01 01
ყურძნის სარეალიზაციოდ სპეციალური ადგილები მოწყობილია საქართველოს ყველა რეგიონში: ქუთაისი (ბალახვანის ასსართულიან კიბესთან და ტორპედის სტადიონის მიმდებარე ტერიტორია); რუსთავი (მე-12 მ/რ, სტამბოლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორია); ზუგდიდი (კედიას ქუჩა, ბაზრის უკანა მხარე); ამბროლაური (გამსახურდიას 2, ბაზრის ტერიტორია); ოზურგეთი (ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია, საბთუმო ბაზრობა); გორი (მოსკოვის ქ. #1); ბათუმი (მაიაკოვსკის ქ#4, აღმაშენებლის ქ. ,"ხოფას ბაზარი", გმირთა ხეივანი აბუსელიძის ქუჩის კვეთაზე);
თვითმმართველ ქალაქებში არსებულ აგრარულ ბაზრებში რქაწითელის ჯიშის ყურძნის სარეალიზაციო ფასი 1.00 ლარიდან – 2.50 ლარამდე მერყეობს.
































































