ოზურგეთის მუნიციპალიტეტში წუხელ გვიან ღამით ქურდობა მოხდა.
სოფელ თხინვალის ადმინისტრაციულ ერთეულში წაღებულია ლიბართი ბანკის სალარო “სეიფი“, სადაც, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, 10 000 ლარამდე თანხა ინახებოდა.
აღნიშნული ინფორმაცია “გურია ნიუსთან“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ თხივალში ომარ დოლიძემ დაადასტურა.
ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.
მსგავსი ქურდობა მოხდა სოფელ ვაკიჯვარშიც _ ვაკიჯვარში გამგებლის წარმომადგენლის როლანდ ხუნდაძის ინფორმაციით, წაღებულია „ლიბერთი ბანკის“ სალარო სეიფი, თუმცა, მისივე თქმით, სეიფში თანხა არ ინახებოდა.