სირიის ერთ-ერთ საჰაერო ბაზაზე რუსეთმა შვიდი ტანკი განათავსა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTER ავრცელებს.
ამერიკის მთავრობის წევრების განცხადებით, უცნობია, მოსკოვს რა განზრახვით შეყავს სირიაში სამხედრო ძალები.
როგორც ცნობილია, ორივე მხარე, მოსკოვიც და ვაშინგტონიც თანხმდებიან, რომ მათი საერთო მტერი ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები არიან, რომლებიც სირიის ტერიტორიის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, მაგრამ რუსეთი მხარს უჭერს სირიის მთავრობას, რაზეც შეერთებულ შტატებში აცხადებენ, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყანაში ვითარება უფრო გაუარესდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სირიის სამოქალაქო ომის შედეგად 250 000 ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაახლოებით 23 მილიონი ქვეყნიდან გაიქცა, ათასობით მიგრანტი კი ცდილობს ევროპას მიაღწიოს.