ქალაქ ოზურგეთის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა გადაკეტილია. ამ წუთებში მიმდინარეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დასახვედრად მზადება.
პრემიერ-მინისტრი ჯერ ზვანში ჩაის ფაბრიკას "გეო პლანტს" გახსნის, შემდეგ , ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სოფელ შემოქმედს ეწვევა. როგორც ცნობილია, ირაკლი ღარიბაშვილი ქალაქ ოზურგეთში სახალხო დღესასწაულს "ალეგრობას" დაესწრება.