რამდენიმე დღის წინ ბრიტანულმა გამოცემამ "The Sun" ერთი საინტერესო კვლევის შედეგი გამოაქვეყნა. ბრიტანელმა ჟურნალისტებმა მკითხველებს ევროპაში მოღვაწე სექსუალური პოლიტიკოსი ქალების ერთგვარი რეიტინგი მიაწოდეს.
პირველ ადგილზე ბარბარა სტიმანი დასახელდა. ეს მშვენიერი ქერა ქალი სულაც არ არის ჰოლივუდელი მსახიობი. ბარბარა პოლიტიკოსია, რომელიც ბელგიის ერთ-ერთი ოლქიდან 40 ათასმა ადამიანმა აირჩია.
მეორე ადგილი ემა კიერნანმა დაიკავა.
პოლიტიკურად ძალზე მშვიდი ირლანდიის 6,2 მილიონი მცხოვრებისთვის "ფეისბუქზე" განთავსებული მისი ერთადერთი ფოტო ნამდვილი ფურორი აღმოჩნდა. სწორედ ამ სკანდალმა მისცა ბიძგი არჩევნებში მის გამარჯვებას.
მესამე ადგილზე გასული ვერა ლიშკა ავსტრიის განათლების, სპორტისა და გარემოს დაცვის კომიტეტების წევრია და ქალთა საკითხებზეც მუშაობს.
მეოთხე ადგილზეა ანა-მარია გალოიანი – ესტონური გასართობი პორტალის ყოფილი რედაქტორი და
პოლიტოლოგი. როდესაც ის საზოგადოებრივი თანხის მითვისებაში დაადანაშაულეს, მან სპეციალურად გადაიღო შიშველი ფოტოები "ფლეიბოისთვის".
მეხუთე ადგილზე ჩეხი იანა პარიჟკოვაა. ის პარლამენტში მუშაობს. თავიდან საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებით იყო დაკავებული, ახლა კი სოციალურ საკითხებს კურირებს.































































