ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა გამოცემამ "Daily Mail" ყველაზე სწრაფი ფეხბურთელების ჩამონათვალი გამოაქვეყნა.
ამ საპატიო სიის სათავეში პორტუგალიის ეროვნული გუნდისა და მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო მოექცა. აღმოჩნდა რომ რონალდუს მატჩის დროს შეუძლია, 39,2 კილომეტრ-საათი სიჩქარე განავითაროს.
მეორე საფეხურზე უელსის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" მოთამაშე გარეთ ბეილი აღმოჩნდა. ამ მომენტისთვის უელსელი მოედანზე 38 კილომეტრ-საათი სიჩქარით დარბის
მესამე ადგილისა და შესაბამისად, "ბრინჯაოს" მედლის მფლობელი, ლონდონის "არსენალის" გარემარბი თეო უოლკოტია, რომელიც მოედანზე საათში 37,5 კილომეტრ სიჩქარეს ავითარებს.
საინტერესოა რომ არგენტინის ეროვნული გუნდისა და კატალონიური "ბარსელონას" მოთამაშე ლეო მესი ამ გამოკვლევაში მხოლოდ მეშვიდე "საპატიო" ადგილით "დაკმაყოფილდა". ლეო 36 კილომეტრი-საათში სიჩქარით დარბის.