სკოლებში კომპიუტერებსა და საკლასო ტექნიკაში ფულის ჩადებით სწავლის შედეგი არ გაუმჯობესდება, აღნიშნულ ინფორმაციას BBC ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
განათლების საკითხებში ორგანიზაციის დირექტორი ამბობს, რომ სკოლაში ტექნოლოგიების შეტანამ იმედების გაცრუება გამოიწვია.
ტომ ბენეტის, მთავრობაში მოსწავლეთა ქცევის ექსპერტის თქმით, მასწავლებელი სკოლის კომპიუტერებით გაოცებულია.
როგორც ცნობილია, ორგანიზაცია 70-ზე მეტ ქვეყანაში იკვლევს “პიზას” ტესტების შედეგებს, რომლის მიხედვითაც, მათემატიკასა და მეცნიერებაში სწავლის დონის გაუმჯობესება არ შეინიშნება.
„თუ გადავხედავთ საუკეთესო საშემსრულებლო განათლების სისტემებს აღმოსავლეთ აზიაში, ისინი ძალიან ფრთხილობენ კლასებში ტექნოლოგიების გამოყენებას, ის სტუდენტები, რომლებიც ზომიერად ატარებენ დროს კომპიუტერთან უფრო უკეთ სწავლობენ, ვიდრე ისინი, ვინც ინტერნეტით ხშირად სარგებლობენ ,“_ განაცხადა შლეიჩერმა.
მისივე თქმით, ყველა მოსწავლე თუ გაკვეთილს ყურადღებით მოუსმენს შეძლებს ცოდნის სხვაობის ლიკვიდაციას, ვიდრე მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობებზე ხელმისაწვდომობით განვითარდება.
გავრცელებული ინფორმაციით, მოსწავლეები სკოლაში ინტერნეტს ყველაზე ხშირად ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, შვედეთში , ესპანეთში, ნორვეგიასა და დანიაში იყენებენ, ხოლო ყველაზე მცირე დროს ინტერნეტს სამხრეთ კორეაში, შანხაიში, ჰონგ-კონგსა და იაპონიაში უთმობენ, რის გამოც საერთაშორისო ტესტებში მოსწავლეებს საუკეთესო შედეგები აქვთ.
































































