უეფას ჩემპიონთა ლიგის 2015-16 წლების სეზონის პირველ შეხვედრაში მადრიდის რეალმა დონეცკის შახტარი 4:0 დაამარცხა.
ამ მატჩში რონალდუმ კარიერას კიდევ ერთი ჰეთრიკი შემატა და ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო მომბარდირთა დავაშიც პირველ ადგილზე მოექცა. პორტუგალიელი, 80 გოლით(11 პენალტი) პირველ ადგილზე იმყოფება, მისი უახლოესი მდევარი ლიონელ მესია, რომელსაც 77(8 პენალტი) გოლი დაუგროვდა, ხოლო მესამე ადგილს ლეგენდარული რაულ გონსალეს ბლანკო იკავებს, 71 გოლით.
ამავე დროს კრიშტიანუმ ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი რეკორდი დაამხო. იგი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ლიგის არსებობის მანძილზე 11 პენალტის ზუსტად შესრულება მოახერხა.