ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, საფეხბურთო კლუბ "გურიას" პრეზიდენტი ზაზა ურუშაძე გუნდის სამწვრთნელო შტაბს და დირექტორატს ბოლო გაფრთხილებას აძლევს:
_ მწვრთნელისთვის ბოლო თამაში იქნება გადამწყვეტი. თუ მოიგებს თანამდებობას შეინარჩუნებს. თუ გუნდი ისევ წააგებს არა მარტო მთავარ მწვრთნელთან, კახი გოგიჩაიშვილთან კი არა, არამედ მთელს სამწვრთნელო შტაბთან მოგვიწვევს დამშვიდობება. მათ უკვე მივეცი ბოლო გაფრთხილება და შესაბამისად, ბოლო შანსი. ეს შანსი და გაფრთხილება გუნდის დირექტორატსაც ეხება, _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას ზაზა ურუშაძემ.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოს ჩემპიონატის გათამაშების ცხრილში "გურია" 4 ქულით მეათე ადგილს იკავებს. მან ხუთი თამაშიდან 1 ფრედ ითამაშა, 1 მოიგო, 3 კი წააგო.
მომდევნო თამაშს გურულები 20 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე თბილისის "საბურთალოსთან" გამართავენ.