უკრაინის ქალაქ ახალი კახოვკის მერის სახელით, ლანჩხუთის ხელმძღვანელმა პირებმა სპეციალური მიწვევა მიიღეს 25 სექტემბერს გასამართ საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე, რომელსაც კახოვკა ყოველწლიურად მასპინძლობს.
ფორუმზე დასასწრებად მიწვეულთა შორის არიან ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ ჩხაიძე, მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გოგი ხელაძე და ა(ა)იპ "საგარეო-ეკონომიკური კავშირ-ურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმის და მეწარმეობის განვითარების" ცენტრის უფროსი გელა ზოიძე მოადგილესთან, კონსტანტინე ურუშაძესთან ერთად. ფორუმის მეორე დღეს კი, ისინი მონაწილეობას მიიღებენ ლანჩხუთთან დაძმობილებული ქალაქის საიუბილეო ღონისძიებებში.