16 სექტემბერს ლაგოდეხში, "დელტას" მიერ სეტყვასაშიში ღრუბლების დაშლის პროცესში ერთ-ერთი ჭურვი ადგილობრივი მოსახლის სახლს დაეცა. დამწვარია სახლის სახურავი და დაბზარულია კედლები. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში მომხდარი ფაქტის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, შესაბამისი უწყებები გამოიძიებენ მომხდარის მიზეზებს და დადგება კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი.
დაზარალებულ ოჯახს ზარალს თავდაცვის სამინისტრო აუნაზღაურებს.































































