ამერიკის საელჩო თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მიესალმება საქართველოს სასამართლო სისტემის ერთგულებას კანონის უზენაესობისა და კონსტიტუციის პრინციპების მიმართ. ძლიერი დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა აძლიერებს საქართველოს იმიჯს, რომელიც იცავს კანონის უზენაესობისა და სამართლიანი სასამართლოს პრინციპს მისი ყველა მოქალაქის მიმართ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი საქმის უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებისა და კანონის უზენაესობის დაცვით წარმართვას", _ნათქვმია განცხადებაში.
































































