ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქციის დროს დაკავებული ორი პირი სამართალდამცავებმა წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან ლაშა ჭიღლაძე და სოსო მინდიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც საქალაქო სასამართლოში თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას განაჩენი გამოცხადდა. აქციის მონაწილეებმა ბიზნესცენტრთან გიგი უგულავას დაკავება გააპროტესტეს. აქცია ამ დროისთვის დასრულებულია.




























































