25 იანვარს, ლანჩხუთში, ჰიბრიდული სიმინდის პროგრამით დაზარალებულ მოსახლეობას ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრი, პარლამენტარი გიორგი ახვლედიანი შეხვდა.
შეხვედრის ორგანიზატორი იყო არასამთავრობო ორგანიზაციის “სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამით დაზარალებულთა კავშირი”.
დეპუტატის თქმით, “ქრისტიან-დემოკრატები” თავიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ ამ სახელმწიფო პროგრამის გახორციელებას, მაგრამ ფერმერებმა ყურად არ იღეს მათი რჩევა.
საინტერესოა, რომ ორგანიზაციამ ვერ შეძლო დარბაზის დაქირავება და შეხვედრა საყანე ფართობში გაიმართა.