20 სექტემბერს მახათას მთაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მიერ გაიმართება ტაძრის გუმბათზე დასადგმელი ჯვრის კურთხევა.
21 სექტემბერს მოხდება ჯვრის აღმართვა.
ამასთან დაკავირებით თბილისის მერიისა და სატრანსპორტო კომპანიის გადაწყვეტილებით დაინიშნა დამატებითი უფასო მუნიციპალური ავტობუსის მარშრუტები:
კერძოდ 20 სექტემბერს 15:00-დან 24:00 საათამდე და 21 სექტემბერს 08:00 საათიდან შუადღემდე მგზავრებს მახათას მთამდე გადაადგილება შეეძლებათ: ვარდების მოედნიდან, გადასასვლელი ხიდიდან (ხუდადოვის ქუჩის
დასაწყისი) და მეტროსადგურ "ვარკეთილიდან."