შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკომანია-ნარკობიზნესის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული ნუგზარ ტ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის ან კულტივირების ბრალდებით, ლანჩხუთის რაიონის სოფელ გრიგოლეთში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის საკარმიდამო ნაკვეთის ჩხრეკისას, 6 ძირი კანაფი ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 1 კილოს და 302,01 გრამს იწონის. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ბრალდებულს ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის ან კულტივირების ფაქტზე მიმდინარეობს.