რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მხარდასაჭერად ლონდონში 17-19 სექტემბერს საქართველოს დღეები გაიმართა. ღონისძიებაში, რომელშიც საქართველოს ნაციონალური ბალეტი და ანსამბლი ,"შვიდკაცა" მონაწილეობდნენ, ლონდონის ხიდის მიმდებარედ კათედრალთან მოწყობილ ქართულ კუთხეში გაიმართა და მისი მიზანი იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიის, კულტურის და მიღწევების გაცნობა ბრიტანელებისთვის და ლონდონის სტუმრებისთვის.
ცეცხლოვანი ქართული ჰანგების ხმამ და ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნებამ უამრავი უცხოელი მოიყვანა ქართულ კუთხესთან.
" 19 სექტემბერს საუთვარკის საკათედრო ტაძართან მოწყობილ ქართულ კუთხეში სუხიშვილებმა და შვიდკაცამ მორაგბეებისადმი მხარდასაჭერი კონცერტი გამართეს. მართლაც დიდი სიხარული იყო, რაც ლონდონში ხდებოდა. ქართველები ბიჭების გამარჯვებას ასობით ადამიანი ზეიმობდა." – გვითხრა ჟურნალისტმა, ნათია ომაძემ, რომელიც ლონდონში საქართველოს დღეებს ესწრებოდა.
ფოტოები მოგვაწოდა ნათია ომაძემ