28 თებერვალს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში რეპრესირებულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო ჩატარდა. თემა, სახელწოდებით “რეპრესირებულები”, ამავე მუზეუმის ფონდის ხელმძღვანელმა, ტერეზა ბაიაჯანმა წარმოადგინა. წარმოდგენილი იქნა, ასევე, ინტერვიუ საქართველოს ოკუპაციის მუზეუმის თანამშრომელთან ლევან ურუშაძესთან, რომელმაც ისაუბრა იმის შესახებ, თუ რამდენად მძაფრად მიმდინარეობდა რეპრესიები გურიაში.
მუზეუმში მოწვეული იყვნენ რეპრესირებულთა ოჯახის წევრები, გადასახლებაში დაბადებულები, რომლებმაც თავად ისაუბრეს საკუთარი ოჯახების ისტორიების შესახებ.
სიტყვით გამოვიდნენ ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმის თანამშრომელი _ მარიკა ჭანიშვილი, სოფელ ბუკისციხის მკვიდრი ერეკლე ბერიშვილი, სოფელ ერკეთის მკვიდრი რუსუდან ბერიშვილი, მუზეუმის ყოფილი დირექტორი სულიკო ვაშალომიძე.
დასასრულ, მუზეუმის თანამშრომლებს მიესალმა მუნიციპალიტეტის გამგებელი, ლელა იმედაშვილი, რომელმაც მადლობა გადაუხადა მათ გაწეული მუშაობისთვის.