დღეს ქრისტიანული სამყარო ღთისმშობლის შობის დღეს აღნიშნავს. საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება სადღესასწაულო წირვა. საქართველოს კათალიკოს–პატრიარქის ილია მეორეს კურთხევით, დღის 12 საათზე ყველა მართლმადიდებელმა, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს, უნდა წარმოთქვას, მოკლე, მაგრამ ძლიერი ძალის მქონე სავედრებელი ლოცვა ღვთისმშობლისადმი "მოწყალების კარი განგვიღე კურთხეულო ღვთისმშობელო…"
დღესვე მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის გუმბათზე ჯვარს აღმართავენ. ჯვარი გუშინ პატრიარქმა აკურთხა. წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში წირვა მიმდინარეობდა . ამ მოვლენასთან დაკავშირებით, თბილისის მერიამ ქალაქის რამდენიმე უბნიდან მახათას მთის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობის დროებითი,საგანგებო განრიგი შემოიღო.