გუშინ, ლანჩხუთის "გურიამ" საქართველოს ჩემპიონატის მეხუთე ტურში თბილისის" საბურთალოს" უმასპინძლა და უგოლო ფრეს დასჯერდა. წინა ორი წაგებული მატჩის შემდეგ ეს თამაში ჩვენებურთა გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო და როგორც კლუბის პრეზიდენტი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე აანონსებდა, სწორედ აღნიშნულ შეხვედრაზე იყო დამოკიდებული მწვრთნელისა და დირექტორატის ბედი.
კლუბის პრეზიდენტისთვის "გურიას" მიმდინარე შედეგები არადამაკმაყოფილებელია და როგორც ურუშაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, მწვრთნელის და დირექტორატის ბედი რამდენიმე საათში, დღეს დაგეგმილ თათბირზე გადაწყდება:
_ 12 საათზე გვაქვს შეხვედრა. კახი გოგიჩაიშილი ამბობს, რომ მას არგუმენტები აქვს. მოვუსმენ და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ, _ გვითხრა ურუშაძემ.
ამ დროისთვის "გურიას" ხუთი თამაშიდან 2 წაგება, 2 ფრე, 1 მოგება აქვს და 5 ქულით სატურნირო ცხრილის მეთერთმეტე ადგილზე იმყოფება.
ამავე თემაზე: ლანჩხუთის გამგებელი "გურიას" ბოლო შანსს აძლევს; „გურიამ“ საჩემპიონატო მარცხს სათასოც მიამატა