ამერიკული გამოცემა "USA Today"-ის ცნობით, მელვინ უილსონმა, რომელიც ვირჯინიის შტატში ცხოვრობს, უკვე მეოთხედ მოიგო მსხვილი თანხა.
უოლსონი 2004 წლიდან რეგულარულად ყიდულობდა მომენტალურ (სკეტჩ-კარტი) ლატარიას.
პირველად მხოლოდ 25 ათასის მოგება ხვდა წილად. შემდეგ მის "ანგარიშზე" 150 ათასი დოლარი იყო, მოგვიანებით კი – უკვე მილიონ 500 ათასი დოლარი,
ბოლოს კი, ლატარიით 500 ათასი დოლარი მიითვალა.
თავის იღბალს უკვე მილიონერი მელვინ უილსონი იმით ხსნის, რომ უბრალოდ, საჭირო ადგილზე საჭირო დროს აღმოჩნდება ხოლმე.