ქალაქ ოზურგეთში, ზვანის უბანში ერთერთ საცხოვრებელ ბინაში სამართალდაცველები იმყოფებიან. ისინი ახალგაზრდა მამაკაცის დაკავების ოპერაციას ახორციელებენ. როგორც მეზობლები და ოჯახის ახლობლები აცხადებენ, პოლიციამ ბ.მ.–ს საცხოვრებელ სახლში საბრძოლო მასალა ამოიღო. ეჭვმიტანილის ბიძის თქმით, სამართალდამცავებმა მის ძმისშვილს ტყვიები ჩაუდეს.
ბ. მ. რამოდენიმე თვის წინ ირაკლი კვაჭანტირაძის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა ბრალი ვერ დაუმტკიცეს და რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს.
ოჯახის წევრების თქმით, სამართალდამცავები მასზე "გადაკიდებული" არიან და უკანონოდ ცდილობენ დაკავებას.
ამ წუთებში ბ. მ.–ს ბინაში სამართალდამცავები იმყოფებიან, თუმცა არც ოჯახის წევრები და არც მეზობლები მათ მიერ შედგენილ ოქმს ხელს არ აწერენ. პოლიციამ ეჭვმიტანილის საცხოვრებელ ბინაში მედიის წარმომადგენლები არ შეუშვა.
მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შსს–ს კომენტარის მოპოვებას "გურია ნიუსი" ამ წუთებში ცდილობს და უწყების განმარტებას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.