"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების თანახმად, საჯარო სკოლებში ფულის შეგროვების შემთხვევები იშვიათია.
ორგანიზაციის ინფორმაციით, იმ გამოკითხულთა 14%, რომელთა ოჯახის წევრიც საჯარო სკოლაში სწავლობს, აღნიშნავს, რომ უახლოესი 12 თვის განმავლობაში სკოლაში რაიმეს შესაძენად ან შესაკეთებლად ფული შეუგროვებია. 19% კი მიუთითებს, რომ ფული მასწავლებლებისთვის საჩუქრის შესაძენად შეუგროვებიათ. თუმცა, გამოკითხულთა უმეტესობა აღნიშნავს, რომ ასეთი ფაქტები იშვიათია.
გამოკითხვის შედეგების თანახმად, საქართველოში კვლავ საკმაოდ ხშირია მოსაწავლეების რეპეტიტორებთან მომზადება. რეპეტიტორებთან საჯარო სკოლის მოსწავლეების მეოთხედზე მეტი ემზადება; ზოგ შემთხვევაში იგივე პედაგოგებთან, რომლებიც მათ საჯარო სკოლებში ასწავლიან.
"საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოსთვის" საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა 2015 წლის აპრილი-მაისის პერიოდში "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა" ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით 1,867 ზრდასრული ადამიანი გამოიკითხა. პასუხების ცდომილების ზღვარი, საშუალოდ, 3.7%-ია. მონაცემები რეპრეზენტატულია მთელი საქართველოსთვის.