ამერიკელი მოხალისე მასწავლებელი, რომელიც ინგლისურს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხიდისთავის საჯარო სკოლაში ასწავლის, ჩოხატაურში აამღერეს. პატრიკ ვოგელმა, მარიამ კალანდაძესთან ერთად, ჩოხატაურის კინოთეატრში, დედის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, 3 მარტს იმღერა.