უმრავლესობისთვის ზომიერად მარილიანი საკვების მიღება აბსოლუტურად უვნებელია, თუმცა, არიან ადამიანები, რომლებსაც მარილიანი საკვების მიმართ მგრძნობიარობა ახასიათებთ. მლაშე საჭმლის მიღების შემდეგ, ბუნებრივია, წყურვილის გრძნობა იღვიძებს, რადგან მარილი ორგანიზმში კვდება, რაც, თავის მხრივ, თირკმელებისა და გულის დატვირთვას, შეშუპებას და თავის ტკივილს იწვევს.
უნდა შეზღუდოთ თუ არა მარილის მიღება, ამის გარკვევა მარტივად შეგიძლიათ: რამდენიმე დღის განმავლობაში დაიცავით მსუბუქი დიეტა და საკვები რაციონიდან საერთოდ ამოიღეთ მარილი. თუ თავს ბევრად კარგად იგრძნობთ და ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ, ესე იგი, უარი უნდა თქვათ მარილიან საკვებზე. სხვა შემთხვევაში, შეგიძლიათ, მიირთვათ მარილით შეზავებული კერძები, ოღონდ, ზომიერად, რადგან გადამეტებული ორგანიზმისთვის არაფერი ვარგა, მათ შორის – მარილიც.
ადამიანისთვის მარილის დღიური ნორმა 0,5-დან 3 გრამამდეა. ამ განსაზღვრულ ლიმიტში შედის, ეგრეთ წოდებული, ფარული მარილიც, ანუ ის, რასაც პური, ძეხვი, ბოსტნეული და სხვა საკვები შეიცავს.
თუ ჩვევად გაქვთ, რომ კერძს ნებისმიერ შემთხვევაში მოაყაროთ მარილი, კარგად გააცნობიერეთ, რომ ორგანიზმს მარილის ასეთ რაოდენობაზე რეალური მოთხოვნილება არ აქვს, ეს, უბრალოდ, მავნე ჩვევაა და მეტი არაფერი.