https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

კურიოზული “შემთხვევა” ბრიუსელში

17:09; 26.09.2015
ზაფრანი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ყოფილი საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში ქართველ ახალგაზრდებს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა სამშობლოს გარეთ უწევდათ. უცხო ქვეყანაში ყოფნა ქართველებისათვის მძიმე გახლდათ. ამის მიუხედავად ჩვენებურები საკუთარ ღირსებას არ კარგავდნენ და სხვადასხვა მოულოდნელ სიტუაციებში აღმოჩენილები, წარმოქმნილ პრობლემებს თავს კარგად ართმევდნენ.

საბჭოთა ჯარში სამხედრო სამსახურის თემა ნებისმიერი ქართული ოჯახისთვის მტკივნეული გახლდათ. ამავდროულად, შინ დაბრუნებული ყოფილი ჯარისკაცები არაერთ სახალისო ისტორიებს ყვებოდნენ.

დღევანდელ წერილში ძველ დროში დაგაბრუნებთ და ყოფილი დიადი სამშობლოს შეიარაღებული ძალების სამყაროს გაგახსენებთ.

ჩვენი  სამხედრო მოგონებების  პირველი სტუმარი პოლკოვნიკი ზურაბ გურული იქნება, რომელმაც ამ ცხოვრებამ საბჭოთა კავშირისა და თურქეთის საზღვარზე  მუშაობა  არგუნა.

"გასული საუკუნის სამოციანი წლების მიწურულს საბჭოთა კავშირისა და თურქეთის საზღვარზე უკიდურესად დაძაბული სიტუაცია შეიქმნა. იმ პერიოდში მომიწია იქ სამსახური. მე ცვლის უფროსი ვიყავი და ხულოს მონაკვეთს ვაკონტროლებდი. ჩემს განკარგულებაში ასი ჯარისკაცი იყო ოცეულებად დაყოფილი და ისინი ხუთ ზონას აკონტროლებდნენ.

ჩვენს მოვალეობას ურიგოდ არ ვასრულებდით, მაგრამ საზღვრის დარღვევის შემთხვევები მაინც აღინიშნებოდა. დამრღვევი კი რქოსანი პირუტყვი იყო, რომელსაც თურქი მწყემსები აძოვებდნენ ნეიტრალურ ტერიტორიაზე.

თურქების საქონელი ყველაზე მეტად მეოთხე ზონას ეტანებოდა და საზღვარს იქ კვეთდა, რომელსაც ზემდეგ არსენ კისოევის ოცეული იცავდა. ანალოგიური სტრუქტურა ჰქონდათ თურქებსაც და არსენას პარალელურად, თურქულ ზონას მათი ულვაშა კაპრალი, ვინმე ჰუსეინ თემიზი აკონტროლებდა თავის ოცეულთან ერთად.

ზემოაღნიშნულ ზონაში დიდებული საძოვრები იყო და ნეიტრალური ტერიტორიის შუაგულში ნახევრად დანგრეული, ქვის ერთსართულიანი შენობა იდგა. ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც სიცხემ ლამის 40 გრადუსს მიაღწია, სამასამდე ძროხა და ხარ-კამეჩი „გვესტუმრა“ თურქეთიდან. შევფუცხუნდით და მეოთხე ზონის პერიმეტრზე გავედით, საიდანაც თურქების ნახირი გადმოვიდა. აქედან ჩვენ დავრბივართ, იქიდან კი – თურქები. მათთან ერთად თურქი მწყემსებიც აქეთ-იქით აწყდებიან, რომლებსაც ჩრდილში ჩასძინებოდათ და ამგვარად გაპარვოდათ საქონელი.

ჩემი და თურქი კოლეგის გასაკვირად, არც მათი და არც ჩვენი ოცეული არ ჩანდა. მე და თურქი ნეიტრალურ ტერიტორიაზე შევხვდით ერთმანეთს და მოვილაპარაკეთ, ერთად მოგვეძებნა ჩვენი ჯარისკაცები. დავიწყეთ შემოვლა და ბოლოს იმ ნახევრად დანგრეულ შენობას მივადექით. მე და თურქმა ჩვენი თანმხლები პირები გარეთ დავტოვეთ და ორნი შევედით შენობაში. გავიარეთ თუ არა ათიოდე მეტრი, ნარდის კამათლების ხმა შემოგვესმა. უფრო ღრმად შევედით და რას ვხედავთ, საბჭოთა და თურქ ჯარისკაცთა ოცეულები წრიულად დგანან, ავტომატები კუთხეში მიუწყვიათ და აზარტულად გულშემატკივრობენ თავიანთ უფროსებს… არსენ კისოევი და ჰუსეინ თემიზი ჩაცუცქულან, მუხლებზე ნარდი უდევთ და კამათელს აგორებენ.

– დუ შაშ! – წამოიძახა არსენამ და თურქს პარტია მოუგო.

– შაბაშ! – მუშტი დავურტყი ნარდზე და ვუღრიალე ყომარბაზებს.

ჯარისკაცებმა რომ დაგვინახეს, შეცბნენ და ადგილზე გაქვავდნენ.

ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ ერთი პარტია ნარდი მე და თურქმა ოფიცერმაც ვითამაშეთ და მხოლოდ ამის შემდეგ დავშორდით ერთმანეთს."

ნება მომეცით დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის პირველ წლებში გადმოვინაცვლო და ერთი დაუჯერებელი ამბავი მოგითხროთ. ამ მართლაც უცნაურ  ისტორიას  ვიცე-პოლკოვნიკი ლევან ქათამაძე მოგვიყვება.

"ის პერიოდია, როდესაც საქართველო ნატოსთან ურთიერთობებში პირველ ნაბიჯებს დგამდა. იმ პერიოდში თავდაცვის სამინისტროში ვმუშაობდი და, როგორც ექვსი ენის მცოდნე, ბრიუსელში მიმავლინეს ერთ-ერთ ძალიან ცნობილ გენერალთან ერთად, რომლის ვინაობასაც შეგნებულად არ ვასახელებ. იმ გენერალს სამინისტროში ერთ-ერთი უმაღლესი პოსტი ეკავა და ნატოში სიტყვით უნდა გამოსულიყო. პროტოკოლის მიხედვით, გენერალს რუსულ ენაზე დაწერილი ტექსტი უნდა წაეკითხა, რომელსაც მე ვადგენდი, ხოლო დარბაზში მსხდომნი კი სინქრონული თარგმანის მეშვეობით მოისმენდნენ.

გამოსვლის წინა დღეს გენერალმა მიხმო და მეკითხება:

– ლევანა (გენერალი კუთხური აქცენტით ლაპარაკობდა), მაი ტექსტი დამიწერე?

– დიახ, ბატონო გენერალო, გამოსვლის ტექსტი უკვე მზადაა. აი, ქართული ვარიანტი და აი – რუსული, რომელიც თქვენ უნდა წაიკითხოთ-მეთქი, –  ვუთხარი გენერალს და ფურცლები მივეცი.

მან ტექსტები ზერელედ გადაათვალიერა, უკან დამიბრუნა და მეუბნება:

– იცი, რა, ლევანა, შენ ხომ ბევრი ენა იცი?

– დიახ, ბატონო გენერალო, ქართულის გარდა, კიდევ ექვსი ენა ვიცი: რუსული, ინგლისური, ფრანგული, გერმანული, ესპანური და არაბული.

– სად მოასწარი ამდენი?

– ბაბუაჩემი პოლიგლოტი იყო, თვრამეტი ენა იცოდა და იმან მასწავლა.

– პოლიგლოტი რას ნიშნავს?

– ბევრი ენა რომ იცის.

– ჰოდა, მასე ვქნათ, ძამია, შენ ახლა ინგლისურად, გერმანულად და ფრანგულადაც დამიწერ წასაკითხ ტექსტებს, ოღონდ ქართული ასოებით და მე ეს ტექსტი ამ სამ ენაზე უნდა წავიკითხო…

რომ იტყვიან, გენერლის სიტყვებზე ტვინში დამცხა და ძალიან მორიდებულად ვუთხარი:

– ბატონო გენერალო, წესისამებრ, გამოსვლა დროშია შეზღუდული და მხოლოდ ერთ ენაზე შეიძლება-მეთქი.

გენერალმა კი კოპები შეკრა და ხმას აუწია:

– ბიჭო, პირველად გამოვდივართ ქართველები ნატოში და რუსულად ვილაპარაკოთ? რამით ხომ უნდა დავამახსოვროთ თავი! ამიტომ, რასაც გიბრძანებ, შეასრულე და ტექსტები ერთ საათში ჩემთან იყოს. წაკითხვა უნდა „დავამუღამო“ და დრო მჭირდებაო.

რაღას ვიზამდი, გენერლის გამოსვლის ტექსტი სამ ენაზე დავწერე, ოღონდ ქართული ასოებით და გენერალს ერთ საათში მივუტანე. მან ტექსტებს გადახედა, შემდეგ სარკის წინ დადგა და მათი კითხვა დაიწყო ინგლისურად, გერმანულად და ფრანგულად. სიმართლე უნდა ვთქვა,

გენერალმა ისე დაამუღამა ეს ტექსტები სამივე ენაზე, რომ ვერავინ იფიქრებდა, თუ ამ ენების ინჩი-ბინჩი არ გაეგებოდა.

დადგა გამოსვლის დღე და საათი. ქართველი გენერალი ნატოს მაღალ ტრიბუნაზე ავიდა და გაჭედილ დარბაზს ჯერ ინგლისურად წაუკითხა ტექსტი, შემდეგ ფრანგულად და ბოლოს გერმანულად. მართალია, ასეთი რამ პირველად მოხდა ნატოს ისტორიაში, მაგრამ ის არ გაუჩერებიათ და გამოსვლის ბოლოს მქუხარე ტაში დაიმსახურა… შესვენების დროს ქართული დელეგაციის წევრებთან ცნობილი ამერიკელი გენერალი, ჯეიმს ვუდსონი მოვიდა, ქართველ გენერალს მაგრად ჩამოართვა ხელი და მრავალი საქებარი სიტყვა უთხრა, ბოლოს ასე დაასრულა.

– როგორც განათლებულ და პოლიგლოტ კაცს, ნატოს საერთაშორისო დეპარტამენტში მუშაობას გთავაზობთო.

ქართველ "პოლიგლოტ" გენერალს ვუდსონის ერთი სიტყვაც არ გაუგია, მაგრამ, უღიმოდა და  "იეს, იეს" ეუბნებოდა. ბოლოს კი, ვითომ ნერწყვი გადასცდა, ხველება აუტყდა, მაჯაზე ხელი მომკიდა და ტუალეტში წამათრია. იქაურობას რომ მოვცილდით, ხველა შეწყვიტა, გენერლის სიტყვები მათარგმნინა და მითხრა:

– ახლა მე სასტუმროს ნომერში ავალ და ვინც არ უნდა მიკითხოს, უთხარი, არ ვიცი სადაა-თქო…

ერთი სიტყვით, ჩვენ კიდევ ორი დღე დავრჩით ბრიუსელში და "პოლიგლოტი" გენერალი არც სპეციალურ ბანკეტზე გამოჩენილა, არც პრესკონფერენციაზე და თბილისში გამოფრენამდე თავის ნომერში იყო ჩაკეტილი. გენერალი ვუდსონი კი მხრებს იჩეჩდა და იმეორებდა – ღმერთო ჩემო, სად გაქრა ეს სიმპათიური პოლიგლოტი ქართველი გენერალიო".

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ზაფრანი

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთათვისაც 2026 წლის შემოდგომა გარდამტეხი პერიოდი იქნება

18:35; 5 სექტემბერი, 2026
ზაფრანი

ყოველი მომდევნო ზაფხული რეკორდულად ცხელი იქნება

12:17; 5 სექტემბერი, 2026
ზაფრანი

ხუთი, ყველაზე ძილისგუდა ზოდიაქოს ნიშანი

11:21; 5 სექტემბერი, 2026
ზაფრანი

თუ პარტნიორების სიმაღლეში დიდი სხვაობაა, ისინი ძალიან ბედნიერები არიან

10:31; 5 სექტემბერი, 2026
ზაფრანი

დღის ასტროლოგიური პროგნოზი: ვის ელის ფინანსური წარმატება და ვის მართებს სიფრთხილე

09:06; 31 აგვისტო, 2026

NBA-ს "კრიმინალი" ვარსკვლავები

როგორ დააშინა მამუკა გორგოძემ ფრანგები

ყველა სიახლე

საზოგადოება

10 სექტემბერი ენერგეტიკოსის დღეა – „პარვუს ჯგუფის“ მილოცვა კოლეგებს, დარგის სპეციალისტებსა და მომავალ ენერგეტიკოსებს

20:39; 10.09.2026
21-ს ქვევით

96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

20:24; 10.09.2026
საზოგადოება

3.5 მილიონი ლარი ორი საბავშვო ბაღისთვის _ ჩოხატაურსა და ლანჩხუთში ახალი ტენდერი გამოცხადდა

19:53; 10.09.2026
საზოგადოება

სეს-მა აჭარაში, იმერეთსა და შიდა ქართლში დარღვევები და არალეგალური საწარმო გამოავლინა

17:57; 10.09.2026
პოლიტიკა

მაკრონის მიწვევა და 3 დეკლარაცია: ირაკლი კობახიძე პარიზში კოსმოსის სამიტს დაესწრო

16:35; 10.09.2026
საზოგადოება

მელექედურის საჯარო სკოლის შენობის სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი გამოცხადდა

14:25; 10.09.2026
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:25; 10.09.2026
ფინანსები

განათლებიდან შესაძლებლობებამდე – რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი

14:20; 10.09.2026
ფინანსები

აშშ თუ დიდი ბრიტანეთი? საქართველოს ბანკის ფულბრაიტისა და ჩივნინგის სტიპენდიების მთავარი განსხვავებები

13:28; 10.09.2026
სამართალი

დღეს ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

12:56; 10.09.2026
ფინანსები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

11:40; 10.09.2026
საზოგადოება

საჭამიასერი _ სოფელი გზის, წყლისა და ახალი სკოლის მოლოდინში

10:35; 10.09.2026
პოლიტიკა

“უკრაინელების წარმატებული ოპერაცია” – გიორგი თავდგირიძე

10:25; 10.09.2026
საზოგადოება

სად შემცირდა და სად მოიმატა სოციალურად დაუცველთა რიცხვმა გურიაში

10:23; 10.09.2026
სპორტი

ლუიშ ფიგუმ ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცა

10:01; 10.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო