დავით საგანელიძის შემცვლელად რამოდენიმე გვარი სახელდება. მას შემდეგ რაც საგანელიძე საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარედ აირჩიეს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ვაკანსია თავისუფალია.
ამ თანამდებობაზე ერთ –ერთ კანდიდატად პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე ზვიად კვაჭანტირაძე სახელდება. პრესასთან კომენტირებისას, ზვიად კვაჭანტირაძე ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას. "პრემიერ მინისტრისგან იყო შეთავაზება, რასაც დავთანხმდი. შეერთებული შტატებიდან მისი დაბრუნების შემდეგ მოხდება საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტა"– განაცხადა კვაჭანტირაძემ.