სოხუმის დაცემიდან დღეს 22 წელი შესრულდა. აფხაზეთის ომში დაღუპული გმირები გურიაშიც გაიხსენეს. 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, მოადგილესა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირთა მემორიალი და საფლავები გვირგვინით შეამკო.
"თითოეული ქართველისთვის სოხუმის დაცემა უდიდესი ტკივილი და მოუშუშებელი იარაა. დღეს არის ყველაზე მძიმე დღე. ჩვენ ვიხსენებთ აფხაზეთის ომში დაღუპულ ყველა იმ გმირს, ვინც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას შეეწირა. მათი გმირობა შეუფასებელია, მათი ღვაწლი კი ფასდაუდებელი. ჩვენი ვალია, არასდროს დავივიწყოთ ისინი," – აღნიშნა გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ.
(R)