შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1965 წელს დაბადებული მამუკა კ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ბორჯომის რაიონის დაბა წაღვერში, მოქალაქის კუთვნილი აგარაკიდან სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი მოიპარა. აგარაკის მეპატრონისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი 5362 ლარს შეადგენს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოს ჩრეკისას, ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.