ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში მცხოვრებ თამაზ გეგიაძეს მეზობლები დღეს დაკრძალავენ. ბახვში მცხოვრებლები 60 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზად ავადმყოფობას ასახელებენ. როგორც მათ "გურია ნიუსს" განუცხადეს, ლოგინად ჩავარდნილ თამაზ გეგიაძეს წამლის ფული არ ჰქონდა და რამდენიმე თვე , უწამლობის გამო, სიკვდილს ებრძოდა.
60 წლის გარდაცვლილ მამაკაცს მეზობლები დადებითად ახასიათებენ, მათი დახმარებით მოხდება მისი დაკრძალვაც.
მანანა სიხარულიძე, ია ნიკოლაიშვილი, თამილა დიაკონიძე "გურია ნიუსთან" აღნიშნული ოჯახის შესახებ ჰყვებიან:
"მეზობლები მარხავენ, მიცვალებულიც ჩვენ გამოვაწყვეთ. ყველაფერი კი იმის ბრალია, , რომ სოციალურად უმძიმესს პირობებში, შიმშილ – სიცოცხლის ზღვარზე მყოფი ოჯახია, ომში იყო ნაბრძოლი, იქ დაავადდა და ბოლო წლებში გაურთულდა, არ ჰქონდა ცალი ფილტვი და ავადმყოფობდა, ბოლოს ლოგნად ჩავარდა და უწამლობით გარდაიცვალა.
რომ ემკურნალა, შეიძლებოდა კიდეც გაეხანგრძლივებინა სიცოცხლე, ცოლიც ნათელა დეკანოსიძე ავადმყოფობს, შრომის უუნაროა, შვილი უმუშევარი ჰყავთ. სახლში წყალი ჩამოდით. ოთახში რომ შეხვალთ და ნახავთ რა მდგომარეობაა, თვალებს დახუჭავთ! რა ქნას მისმა 24 წლის შვილმა, როცა არსად არ არის დასაქმებული? სოციალური დახმარება ჰქონდათ და მოუხსენს, ჯერჯერობით არანაირი დახმარება არ ჩანს ხელისუფლების მხრიდან, სოფლის რწმუნებულმა კი დაჰპირდა რომ მე დაეხმარებიო, ვნახოდ ველოდებით, ან როდის დაეხმარებიან, აწი რამეს აზრი აქვს?"-ამბობენ მეზობლები.
ნესტორ გეგიაძე: "მამაჩემი ომის ვეტერანი იყო, აფხაზეთის ომში იბრძოდა, იქ დაავადმყოფობდა, ტანკისტი იყო, ყველნაიარი საბუთი გვავქვს. ბოლო წლებია ლოგინში იყო ჩაწოლილი. ხელისუფლებიდან არანაიარი დახმარება არ მიუღია, პირიქით, როცა საავადმყოფში მივიყვანეთ, ფული მოგვთხოვეს და ვერ ვუმკურნალეთ, ვერ დავაწვინეთ. მეზობლებისა და ახლობლების დახმარებით გაგვქონდა თავი. პენსია არ ჰქონდა ელემენტარულად, სახელმწიფო გვიხდიდა მხოლოდ შუქის ფულს 22 ლარს. სხვა არანარი შეღავათი ჩვენ არ გვქონია. მე არსად ვმუშაობ, დედასაც არ შეუძლია, ფეხზე ძლივს დადის, სადმე თუ ვნახავ ფიზიკურად სამუშაოს ესაა, ჯამაგირზე დავდივარ "_ ამბობს გარდაცვლილის შვილი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აღნიშნულთან დაკავშირებით ასეთ კომენტარს აკეთებენ:
"ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი ბახვი) მცხოვრები თამაზ გეგიაძე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე პირი გარდაიცვალა. მიმდინარე წლის 24 სექტემბერს. თამაზ გიგიაძის მეუღლემ – ნათელა დეკანოიძემ მუნიციპალიტეტის გამგეობას განცხადებით მიმართა, ამავე წლის 28 სექტემბერს. კანონმდებლობის შესაბამისად, ადგილობრივი ბიუჯეტში გათვალისწინებული შესაბამისი პროგრამით სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებისთვის მას დღესვე გადაერიცხება 250 ლარი"