"ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის ორგანიზაციის" და ცენტრალური ბიბლიოთეკის მიერ გამოცხადებული ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები უკვე ცნობილი გახდა.
კონკურსში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებსაც მოეთხოვებოდათ შემოთავაზებული 3 თემიდან, ერთის შესრულება ჩანახატის, მოთხრობის, ლექსის ანუ ნებისმიერი მხატვრული ჟანრის სახით (თავისუფალი თემა; მოგვიყევი "ვეფხისტყაოსანზე"; მე და ახალი საქართველო.)
დაჯილდოების ცერემონიაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა "ერთიან ნაცონალურ მოძრაობას" პროექტი მოუწონა და მისი კვლავ ჩატარებისკენ მოუწოდა. გამარჯვებულ მონაწილეებს საჩუქრად წიგნები და დიპლომები გადაეცა.