29 სექტემბერს, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ გამამართებელი განაჩენი გამოიტანა.
ადვოკატი რამინ პაპიძის ინფორმაციით, ბრალდებულ რევაზ ჭაღალიძეს, რომელსაც საქართველოს სისხლის სამართლის 173 მუხლის 2 და 3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ედავებოდნენ, გამამართლებელი განაჩენი გამოუტანეს. ჭიღლაძისთვის წაყანებული ბრალდება სასჯელად 5-8-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.
წარდგენილ ბრალდებებში სასამართლომ ჭიღლაძე უდაშაულოდ სცნო და გაამართლა.
ჭიღლაძეს დაბა ნარუჯაში მცხოვრები ქალბატონი ფ.ვ.-ძე თხილის ქურდობაში ადანაშაულებდა.
_ რევაზ ჭაღალიძეს თხილი არ მოუპარავს და მისი უდანაშაულობა დავამტკიცეთ, _ გვითხრა რევაზ ჭაღალიძის ადვოკატმა, რამინ პაპიძემ.
გამამართებელი განაჩენი მოსამართლემ ლევან დარბაიძემ გამოიტანა.