ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავდა 91 ათას ტონამდე ყურძენი. მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა რეგიონში 56 მლნ ლარს მიაღწია.
სააგენტოს ცნობით, 29 სექტემბერს დღეღამურად გადამუშავდა 6 034 ტ, რაც მიუთითებს, რომ რთველი კახეთში კვლავ აქტიურ ფაზაშია. რთველი კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ღვინის ქარხნებში ყურძენი 12 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.
"ამ დროისთვის გადამუშავებულია რქაწითელი 43,5 ათას ტონამდე, საფერავი – 35,5 ათას ათას ტონამდე, ასევე 2,2 ათასი ტონა კახური მწვანე და 10 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი.
ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტში – 31,1 ათას ტონამდე. კახეთის რეგიონის დანარჩენი მუნიციპალიტეტების მონაცემები ასე გამოიყურება: თელავი – 19,2 ათასი ტ., ყვარელი – 16,7 ათასი ტ., სიღნაღი – 7,4 ათას ტ., ლაგოდეხი- 7,1 ათასი ტ., დედოფლისწყარო – 2,2 ათასი ტ., ახმეტა – 2,6 ათასი ტ. და საგარეჯო – 4,2 ათასი ტონა", _ აღნიშნავენ სააგენტოში.
რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობას განაგრძობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge.