შპს "ოზურგეთის სავაჭრო ცენტრს" ახალი დირექტორი ჰყავს. ოლეგ შარაშენიძე ოფიციალურად მუშაობას ხვალიდან, პირველი ოქტომბრიდან შეუდგება.შპს "ოზურგეთის სავაჭრო ცენტრში" მომუშავე 11 თანამშრომელს კი გათავისუფლების შესახებ განცხადებები დაწერილი აქვთ.
"დავინიშნე და ხვალიდან შევუდგები ჩემი უფლებამოვალეობის შესრულებას. ბაზრის უკვე ყოფილი უფროსი რეზო შალამბერიძე კი ჩემი მოადგილე იქნება. დანარჩენი თანამშრომლებიც სავარაუდოდ, დაბრუნდებიან, თუ ზედმეტი არაა ვინმე, აუცილებლად დავტოვებ"_ გვითხრა ოლეგ შარაშენიძემ.
ოლეგ შარაშენიძე წლების განმავლობაში ოზურგეთის უმწეოთა სასადილოს დირექტორად მუშაობდა. როგორც თავად აცხადებს, სამი თვეა, რაც ეს პოსტი დატოვა.