ოზურგეთის რაიონულ პროკურორს, შოთა კვაჭანტირაძეს ქონებრივი დეკლარაცია 2015 წლის 28 სექტემბერს აქვს შევსებული, რომლსი მიხედვითაც, მის საკუთრებაშია თბილისში, ოქროყანის დასახლებაში, მირზა გელოვანის ქუჩაზე, 72.46 კვ.მ-ის ფართობის ბინა.
დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ოზურგეთის რაიონული პროკურორის თანამდებობამდე კვაჭანტირაძეს, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსის თანამდებობა ეჭირა, საიდანაც შემოსავლის სახით, 40130.00 ლარი აქვს აღებული.
მის მეუღლეს, მერი დვალიშვილს კი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგისტრაციის სამსახურის ცვლილებების განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან 23566.55 ლარი აქვს მიღებული.
დეკლარაციის შევსების მომენტში, შოთა კვაჭანტირაძის სახელფასო ანგარიშზე „რესპუბლიკა ბანკში“ 1591.60 ლარი იყო; მერი დვალიშვილის საკრედიტო ანგარიშზე „საქართველოს ბანკში“ 2100.00 ლარი (დებეტი(-); „რესპუბლიკა ბანკის“ საკრედიტო ანგარიშზე კი, – 2100.00 ლარი (დებეტი(-).
დეკლარაციის მიხედვით, შოთა კვაჭანტირაძის სახელზეა 25 500.00 დოლარიანი სამომხმარებლო სესხი (ხელშეკრულების ვადაა 04/11/2011, 04/11/2011 – 28/11/2018), რომლის პროცენტის დასაფარადაც, მას ერთი წლის განმავლობაში 5804.00 დოლარის გასავალი ჰქონდა.
ამასთანავე, კვაჭანტირაძეს 9000.00-ლარიანი სამომხმარებლო სესხი აქვს აღებული „რესპუბლიკა ბანკიდანაც“ (ხელშეკრულების ვადაა 16/05/2013, 16/05/2013 – 09/09/2015), რის დასაფარადაც ერთი წლის განმავლობაში 4920.00 ლარი გადაიხადა.
გარდა ამისა, შოთა კვაჭანტირაძეს კიდევ ერთი სესხი ამა წლის 9 სექტემბერს აუღია. სასესხო ხელშეკრულება, რომლის ვადაც 2019 წლის 9 სექტემბერს იწურება, 16 000-ლარზეა გაფორმებული.
დეკლარაციის მიხედვით, კვაჭანტირაძის ოჯახი არ ფლობს ფასიან ქაღალდებსა და ძვირადღირებულ ნივთებს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ოჯახს არც ფასიანი საჩუქრები მიუღია.
დეკლარაციის თანახმად, შოთა კვაჭანტირაძე 29 წლისაა, ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი.
ამავე თემაზე: