მაინც რაში მდგომარეობს ეს საიდუმლო? გაგიკვირდებათ, მაგრამ, ერთ აღმოსავლურ ანდაზაში: "შენ ხარ ის, რითაც იკვებები". ყველაფერი დანარჩენი კი, რაც აღმოსავლეთში იციან – ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის საიდუმლო, თითოეული მათგანის ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. ამიტომაც არიან აქტიურები, შემართულები და სიცოცხლის მოყვარულები. ამ ყველაფერს კი ემსახურება ტოპ-პროდუქტები, რაც იმ ბრძნულ ანდაზას ამართლებს.
1. პარკოსნები – სასარგებლო მცენარეული ცილების წყარო;
2. ბადრიჯანი – ორგანიზმიდან გამოაქვს ქოლესტერინი და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას;
3. მწვანე ბარდა შეიცავს ცილებსა და ძალზე საჭირო, მნიშვნელოვან ამინომჟავებს;
4. კარი აქვეითებს მადას, შლის ცხიმოვან უჯრედებს, ხელს უწყობს წონის გაკონტროლებას;
5. გუნჯუთის, იგივე სესამის (მცენარეა) ზეთი – ხელს უწყობს გახდომას. ეხმარება ორგანიზმს საკვების ათვისებაში.
6. წიწაკა "ჩილი" – ნულამდე დაჰყავს კალორიები და აჩქარებს გახდომის პროცესს.
7. ლიმონის ფოთლები – კერძს აძლევს განუმეორებელ გემოს. მდიდარია ჩ ვიტამინით და ორგანიზმზე მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი.
8. ბაზილიკი – დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას.
9. ფრუქტოზა (ხილის შაქარი) – სასიამოვნო გემოს აძლევს ჩაისა და ყავას. აძლიერებს ორგანიზმს და ხელს უშლის წონის მატებას.
10. იმბირის ფესვი – აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს გახდომას.














































![Young couple sitting on a sofa, drinking, talking. Click here for more "people at home" images:
[url=my_lightbox_contents.php?lightboxID=1507925][img]http://www.nitorphoto.com/istocklightbox/peopleathome.jpg[/img][/url]](https://gurianews.com/wp-content/uploads/2026/02/kalimamakaci-360x180.jpg)




















