კრიშტიანუ რონალდუმ საკუთარი გოლების რაოდენობა მალმოსთან შესრულებული დუბლის შედეგად 501-მდე გაზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ევროპის ჩემპიონთა ლიგაზე ეს მის კარიერაში 753-ე თამაში იყო.
"რეალის" შემადგენლობაში მან 324 გოლი გაიტანა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში თავი 67-ჯერ გამოიჩინა.
კრიშტიანუ რონალდუმ მიღწეული შედეგით მადრიდის "რეალის" ყოფილ ფორვარდს რაულ გონსალეს ბლანკოს გადაასწრო.