https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ის, რაც “ნაციონალურ” არხებს… “გამორჩათ”!

3:03; 6.03.2012
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

გასულ კვირას პარლამენტში გამართული დებატები საზოგადოების განსჯის საგანი გახდა. “ქართული დასის” ლიდერის, ჯონდი ბაღათურიას გამოსვლამ, მიხეილ სააკაშვილი მწყობრიდან ისე გამოიყვანა, რომ დარბაზი რამდენიმე წუთით მიატოვა. უფრო მეტიც, მას შემდეგ, რაც ბაღათურიამ სააკაშვილს ოჯახის ბიზნესები და მამამისის საქართველოს ყველა ბალნეოლოგიური კურორტების მფლობელობა შეახსენა, მას მანდატურების ძალით ტალახში დაზელვას დაჰპირდა.

“ბატონო პრეზიდენტო, ეს თქვენი ქონებრივი დეკლარაციაა. შევსებული 2004 წლის 3 თებერვალს, როცა პრეზიდენტი გახდით. თქვენი ქონება საკმაოდ მოკრძალებული იყო მაშინ: 95000 ლარად შეფასებული ბინა მეუღლის სახელზე, 9 500 ევრო ბანკ “სოსიეტე ჯენერალში” და 3 500 ევრო “თიბისი” ბანკში მეუღლის სახელზე. ჰო, კიდევ _ რუსული შავი “ვილისი”. სულ ეს არის სხვა არანაირ ბიზნესს და შემოსავლის წყაროს არ ფლობდით არც თქვენ და არც თქვენი ოჯახის წევრები. თქვენი მამა ერთი ჩვეულებრივი, როგორც ამბობენ კვალიფიციური ექიმი იყო, ხოლო დედა, ასევე ჩვეულებრივი მეცნიერ-მუშაკი. თქვენი ძმებიც არანაირ ბიზნესს ან სხვა ტიპის შემოსავალს არ ფლობდნენ. დღეს თქვენ მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი ხართ. თქვენ ფლობთ და აკონტროლებთ ნავთობის და ოქროს საბადოებს და საქართველოს თითქმის ყველა წიაღისეულ სიმდიდრეებს. მთლიანად აკონტროლებთ საწვავის ბიზნესს, სარეკლამო ბიზნესს, ფლობთ მედია მაგნატ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ს”, რომელიც თქვენს თანაკლასელზე გაქვთ გაფორმებული. თქვენი მამა არის საქართველოს ყველა ბალნეოლოგიური კურორტების მფლობელი…” _ უთხრა ბაღათურიამ სააკაშვილს.

“მამაჩემი ბალნეოლოგიურის მფლობელი არა, დირექტორი ნამდვილად არის, რომელიც აქედან 300 მეტრშია. ტალახში გორაობა არის თქვენი ბუნებრივი მდგომარეობა. ისეთი მაგარი ტალახი აქვთ… აქედან მანდატურები წაგყვებიან, გავამზადებინებ კარგ აბაზანას, ჩაგაწვენენ ბოლომდე ტალახში, ნამდვილად ხარისხიან ტალახში და კარგად დაგზილავენ როგორც საჭიროა, მაშინ გაგივლით ეს ფანტაზიები,” _ უპასუხა პრეზიდენტმა პარლამენტის დეპუტატს და დარბაზიდან გაიქცა.

ეს ინციდენტი, ნაციონალურ მაუწყებლებს არ გაუშუქებიათ. მათ ის განცხადებებიც “გამორჩათ”, რაც ბაღათურიამ სააკაშვილის დარბაზიდან გასვლის შემდეგ გააკეთა: “დედათქვენი ფლობს უმსხვილეს ბიზნესებს უმაღლესი განათლების სფეროში. მათ შორის, მისი საკუთრებაა: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (გეპეის) კუთვნილი 15 827 კვ.მ ფართი (წილში სიმბოლურად 200 ლარი აქვს გადახდილი). იგი ფლობს შპს “საუნივერსიტეტო ავეჯს”. მას ეკუთვნის გეპეის მე-3 კორპუსის მე-2 სართულზე განლაგებული უზარმაზარი კაფე “ხადილი”. ასევე, 14% “ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის”, მას ეკუთვნის “შავი ზღვის უნივერსიტეტი”, რომელსაც პრეზიდენტის განკარგულებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაეცა სახელმწიფოს კუთვნილი 101 221 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო მიწა და სხვა, რომელსაც დროის სიმცირის გამო ვერ ჩამოვთვლი”, _ განაცხადა ბაღათურიამ.

მან საზოგადოებას ისიც შეახსენა, რომ “მთელი ეს ქონება მოპოვებულია პრეზიდენტის განკარგულებებით, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ქონება პირდაპირ გადავიდა პრეზიდენტის ოჯახის წევრთა საკუთრებაში”.

“მიმდინარეობს მონოპოლიზაცია ბიზნესის უმაღლესი განათლების სფეროში და იქმნება ორი მონოპოლიური გაერთიანება ერთი _ ბენდუქიძის და ერთი _ დედათქვენის ხელმძღვანელობით. ახალგაზრდობამ უნდა იცოდეს, რომ მაღალი ფასებით უმაღლეს სასწავლებლებში პირადად თქვენ მდიდრდებით. თქვენი და თქვენი ოჯახის სწრაფი გამდიდრების პირდაპირპროპორციულად ასევე სწრაფად გაღატაკდა სახელმწიფო და ხალხი… ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, ქვეყანაში 900000 კაცი რეგისტრირებულია სიღატაკის პროგრამაში, კიდევ 600000 ითხოვს ამ სტატუსს! და მათ სახელმწიფო უარს ეუბნება უსახსრობის მომიზეზებით და გვყავს 500 000 პენსიონერი, რომელიც არ არის დარეგისტრირებული სიღატაკის პროგრამაში და ცხოვრობს 100-ლარიან პენსიაზე, რაც საარსებო მინიმუმის ნახევარია. მიუხედავად ამისა, ბოლო არ უჩანს თქვენს დროსტარებას ბიუჯეტის ხარჯზე. მილიონები იხარჯება გასართობ პროგრამებზე და თქვენს პირად კომფორტზე. ასე რომ, პენსიონერები, რომლებსაც 100-დოლარიან პენსიას შეჰპირდით და მოატყუეთ, შიშით ცხოვრობენ ქვითრიდან ქვითრამდე 20-ლარიანი ერთჯერადი ვაუჩერის მოლოდინში. საქართველოს კანონი საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ (მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი) პირდაპირ ამბობს, რომ საჯარო მოსამსახურის ოჯახის თითოეული წევრის მიერ წლის განმავლობაში მიღებული საჩუქარი არ უნდა აღემატებოდეს 1 000 ლარს. აი, ეს არის “ქართუ ფონდის” ანგარიში, სადაც ვკითხულობთ, რომ თქვენი მეუღლის დაფუძნებულმა “კლასიკური მუსიკის ასოციაციამ” და მისმა რადიო “მუზამ” 2009 წელს საქველმოქმედო ფონდ “ქართუდან” მიიღო 456 342 ლარი, ხოლო 2010 წელს _ 644 952 ლარი!” _ მიმართა ბაღათურიამ დარბაზში შემობრუნებულ სააკაშვილს, რომელიც მისივე თქმით, “გარეთ მხოლოდ იმიტომ გავიდა, რომ მამამისს ტალახის აბაზანები გაამზადებინა”.

ბაღათურია თავის გამოსვლაში მონოპოლიზირებულ ბიზნესსაც შეეხო: “საქართველოში მონოპოლიზებულია ბიზნესის ყველა დარგი და ყოველ მონოპოლიას სათავეში უდგას სწორედ პრეზიდენტის მიერ ხელდასმული კლანის მეთაური. შესაბამისად, იხურება წარმოებები, ხალხი კარგავს სამუშაო ადგილებს მათი ქონება დაყადაღებული აქვთ სახელმწიფო ჩინოვნიკთა მფლობელობაში მყოფ ბანკებს და მევახშეებს. ბიზნესი და სამუშაოს უფლება ხელისუფლების წევრთა ექსკლუზიური პრივილეგიაა. თქვენ 2-ჯერ ძალადობის გზით მიიტაცეთ ძალაუფლება _ ერთხელ 2003-ში, აი აქ, ამ დარბაზში შემოიჭერით, და მეორედ _ 2008 წლის 5 იანვარს, როცა არჩევნები გააყალბეთ. დღეს თქვენ ვეღარ ელევით მიტაცებულ ძალაუფლებას, თქვენს ინტერესებზე მოირგეთ კონსტიტუცია და ცდილობთ ძალაუფლების შენარჩუნებას სრულიად უკანონო გზით. ამ კონსტიტუციის წინააღმდეგი იყო მთელი ქართული საზოგადოება, მთელი პოლიტიკური სპექტრი. ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, თქვენ აგრძელებთ ანტიეროვნულ, ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას და ცდილობთ, ბათუმის ცენტრში ააშენოთ თურქ-ოსმალთა იმპერიის სულთნის _ აზიზიას სახელობის მეჩეთი, სიმბოლო ოსმალთა იმპერიის ბატონობისა საქართველოზე, სიმბოლო საქართველოს დამარცხებისა. თქვენ ხშირად ცდილობთ პარალელები გაავლოთ ქართველ მეფეებთან, რომელთანაც არაფერი საერთო არ გაქვთ. თუ რომელიმე მეფეს მაგონებთ, ეს არის როსტომ-ხანი, ტომით ქართველი, აღზრდით და ცნობიერებით _ სპარსი. ამიტომაც თქვენ, ისევე როგორც როსტომ-ხანი თავგანწირვით ებრძვით საქართველოს ეკლესიას, ქართულ კულტურას, ტრადიციებს, ქართულობის ყოველგვარ გამოვლინებას! მინდა გაიგოთ, საქართველოში აღარავის ბატონობის სიმბოლო აღარ აშენდება, არც რუსეთის და არც ოსმალეთის. ამ მოკლე გამოსვლით დღეს აქ, პარლამენტის დარბაზში მე გადმოვეცი ხალხის აზრი, ვთქვი ხალხის სათქმელი!” _ ასე დაასრულა გამოსვლა ბაღათურიამ.

ჯონდი ბაღათურიამ საკუთარი სიტყვის დასრულება, დროის სიმცირის გამო, ვერ შეძლო. ის ტექსტი კი, რომელიც მას პრეზიდენტისთვის ჰქონდა სათქმელი, “გურია ნიუსს” გამოუგზავნა: “ჩვენ ყველას გვახსოვს შევარდნაძის დროინდელი ორი ყბადაღებული კლანი _ შევარდნაძეების და ახვლედიანების. დღეს ეს კლანები სააკაშვილებმა და ალასანიებმა ჩაანაცვლეს. თქვენ საბოლოოდ გაანადგურეთ სასამართლოს თავისუფლება და ამას ადასტურებს ოფიციალური სტატისტიკა: 2009 წელს სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული 18 354 პირის მიმართ და გამამართლებელი განაჩენი დადგა მხოლოდ 18 ანუ 0,001%. შესაბამისად, ქვეყანაში გამეფებულია უკანონობა, ძალადობა, ციხეები გადავსებულია უკანონო, პოლიტიკური და სინდისის (“კავკასიის” ინციდენტი) პატიმრებით; მათი რიცხვი კიდევ 45 კაცით გაიზარდა 26 მაისის აქციის სასტიკი დარბევის შემდეგ. სამაგიეროდ, თავისუფლად დაპარპაშებენ ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს მკვლელობა და სხვა მძიმე დანაშაულობები. ვალდებული ვარ შეგახსენოთ გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, რობაქიძის და სხვა უდანაშაულო ახალგაზრდების მკვლელობები. ყველას გვახსოვს, როცა 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა დაიკავეს გორი და დაიძრნენ თბილისისკენ, მაშინ მთავრობის და პარლამენტის ზოგიერთმა წევრმა საფრთხის წინაშე მიატოვა ხალხი და სამარცხვინოდ გაიქცა “წითელ ხიდზე” საკუთარი ტყავის და ქონების გადასარჩენად. ამისთვის პასუხი არავის უგია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პაატა დავითაიას _ გამოაქვეყნეთ ამ ადამიანთა სია. სხვათა შორის, ამ ომში დაღუპული გმირის _ გელა ჭედიას მშობლიური სკოლა, რომელიც მის სახელს ატარებდა, როგორც კი მიანიჭეთ მისი სახელი და თავი გაიპიარეთ, როგორც დაღუპულთა ხსოვნაზე მზრუნველმა, ზუსტად 2 კვირაში, თქვენმა განათლების მინისტრმა დახურა!” _ კიდევ ამ სიტყვების თქმა სურდა “ქართული დასის” ლიდერს ქვეყნის პირველი პირისთვის.

ჯონდი ბაღათურია ჩვენს გაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ “საკუთარი საქციელით სააკაშვილმა თავის უზრდელობას გაუსვა ხაზი”:

_ ეს იყო მწყობრიდან გამოსული, წონასწორობა დაკარგული კაცის უზრდელობა და რა თქმა უნდა _ მუქარა. მელას რომ საქათმეში ფაქტზე წაასწრებენ, ისე მოიქცა _ კუთხეში მომწყვდეული კაცივით და მერე გაიქცა.

_ შესაძლებელია რომ ეს მუქარა შესრულდეს?

_ მუქარის შესრულებაზე რა გითხრათ. მე ხურდის დაბრუნება ვიცი და თავის დაცვა შემიძლია კარგად, ძვირს დავუჯენ.

_ პარლამენტში თქვენი გამოსვლის შემდეგ რაიმე შეიცვალა? როგორ ფიქრობთ, საზოგადოებამ ეს როგორ აღიქვა?

_ სოლიდარობას და თანაგრძნობას ვგრძნობ საზოგადოების მხრიდან და ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ. გარდა ამისა, ხალხში რაღაცნაირი სიფრთხილის გრძნობა გაჩნდა. როგორც თქვენ მეკითხებით, ისე მწერენ ფეისბუქზე და მეუბნებიან: ჯონდი, ფრთხილად იყავი, ეგ ხომ იცი ყველაფრის მკადრებელიაო. სამწუხაროდ, სრულიად ფეხქვეშ გაითელა პრეზიდენტის ავტორიტეტი, იმდენად შელახული აქვს რეპუტაცია, ხალხი დასაშვებად მიიჩნევს, რომ მან შეიძლება შეუკვეთოს თავდასხმა პარლამენტის წევრზე. აქ სააკაშვილის პრეზიდენტობა და პოლიტიკოსობა დამთავრებულია. ამას ფიქრობს თუ არ ფიქრობს, მნიშვნელობა არ აქვს _ მისი ავტორიტეტი, პრაქტიკულად, განადგურებულია.

_ ბატონო ჯონდი, მიხეილ სააკაშვილი დებატებში ძლიერი და საკმაოდ კარგი ოპონენტია, თუმცა თქვენ შეძელით და ის მწობრიდან გამოიყვანეთ. რა იყო ამის მიზეზი, მხოლოდ ის, რომ მისი ოჯახის ქონება შეახსენეთ თუ იყო სხვა რამეც?

_ მე კი არ შევახსენე, დოკუმენტური მასალები წარვუდგინე პარლამენტის სხდომაზე, მაგრამ ყველაზე მტკივნეული მისთვის მაინც კორუფციაში ბრალდება იყო ასე დოკუმენტურად, მთელი დიპლომატიური კორპუსის წინ და პირდაპირ ეთერში. მან წონასწორობა დაკარგა და წაიფართხალა. პრაქტიკულად, გაქცევა გამოვიდა.

_ სიტყვა ვერ დაასრულეთ დროის სიმცირის გამო, თუმცა როგორც ჩვენთვის გამოგზავნილ წერილშია ნათქვამი, თქვენ გსურდათ პარლამენტის ტრიბუნიდან პაატა დავითაიასთვის მოგეწოდებინათ დაესახელებინა იმ პარლამენტართა სია, რომლებიც ომის დროს “წითელ ხიდზე” გარბოდნენ. შეგიძლიათ ამ ადამიანების დასახელება?

_ მე ვიცი, რომ გაიქცნენ, მაგრამ სია არ მაქვს. დავითაიას კომისიას აქვს და აზის _ ხმას არ იღებს. რომ ვიცოდე, გამოვაქვეყნებდი და არ მოვუწოდებდი. ეს მარტო კი არ უნდა გამოქვეყნდეს, მაგ ხალხმა პასუხი უნდა აგოს. მეხუთედ გამოვედი ამ მოთხოვნით. მთავრობა და პარლამენტის წევრები ვალდებულები იყვნენ ქალაქი დაეცვათ და ხალხი გაეყვანათ, უსაფრთხოებაზე ეზრუნათ. ამათმა თავისი თავის და ქონების გადასარჩენად “წითელ ხიდზე” მოკურცხლეს. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია.

_ სააკაშვილმა გარკვევით განაცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებს და ხელისუფლებას მომავალ თაობას გადააბარებს…

_ სააკაშვილმა მარტო ის კი არ თქვა, რომ წასვლა არ უნდა, პრაქტიკულად რეალური ველიდან გავიდა და თქვა თავისი ქცევითაც და სიტყვითაც, რომ ის პრეზიდენტი და პოლიტიკოსი კი არა, კრიმინალური ბანდის მეთაურია _ პირდაპირ შეიძლება ასე ითქვას. მან თქვა, რომ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით წავა კრიმინალზეც კი, მათ შორის, მისი ოპონენტების განადგურებაზე. როცა იმუქრებოდა, ამას ნიშნავდა ეს. თუ ვინმე ამას ვერ ხვდება, იმას პოლიტიკაში არაფერი ესაქმება. თუ არ გააგდე სააკაშვილი, ისე ნამდვილად არ წავა.

_ გაგდებაში რას გულისხმობთ?

_ უნდა აიძულო რომ წავიდეს ხელისუფლებიდან.

_ როგორ უნდა აიძულოთ?

_ ამისთვის არსებობს სხვადასხვა გზა კონსტიტუციური და კანონიერი რა თქმა უნდა. სუსტ და უხერხემლო შეკითხვებს _ აპირებთ თუ არა წასვლას? _ აზრი არ აქვს. ვერ ხედავთ, რა დღეშია?!

_ ეს იძულება ქუჩის აქციებში ხომ არ გამოიხატება? ისევ დაპირისპირებაში, ისევ 26 მაისში, რომელზეც პარლამენტში ნაკლები აქცენტი გაკეთდა.

_ სხვათა შორის, რაც მე არ დამცალდა, ეს იყო 26 მაისის თემა და “წითელ ხიდზე” გაქცეული პარლამენტარების თემა. ვერ მოვასწარი პოლიტპატიმართა საკითხის დასმაც. დღეს საქართველოს აქვს შანსი, რომ შექმნას პირველი პრეცედენტი რეგიონში და ხელისუფლება შეცვალოს არჩევნების გზით. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხელისუფლება შევცვალოთ არჩევნების გზით. თუმცა, თუ სააკაშვილი წავიდა კრიმინალურ მეთოდებზე, დაიწყო თავისი მოწინააღმდეგეების ფიზიკური განადგურება და არჩევნების გაყალბება, ხალხი ქუჩაში გამოვა. მერე მიშას გუდაში ჩასვამენ, თავს მოუკრავენ და ისე წაიყვანენ აქედან.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტში გამოსვლით და პრეზიდენტის დარბაზიდან გაქცევის გამო, ბაღათურია სოციალური ქსელების გმირად იქცა. ათასობით კომენტარში, რომელიც ამ გამოსვლას გაუკეთდა, ბევრი იყო სამადლობელი სიტყვები. იყო კრიტიკაც. ბევრმა, ლექსებიც კი შეთხზა და სტატუსებად დადო. მათ შორის იყო ლანჩხუთის გამგებლის მოადგილე, კახა ასკურავა, რომელმაც სტატუსად ასეთი ლექსი დადო:

“ყურადღება, პარლამენტო, სწორდი!

რის ლავროვი, რის რაისი კონდი?!

არც კრემლია, არც სოროსის ფონდი _

საქართველოს გადაარჩენს ჯონდი!”

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

გივი თარგამაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა

10:45; 26 იანვარი, 2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ერთ კონკრეტულ პროდუქტთან დაკავშირებით აშკარად შედგა რამდენიმე ქართველი მწარმოებლის გარიგება

20:58; 25 იანვარი, 2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არ გამოვრიცხავთ, რომ განცხადება შეიძლება გახდა გარკვეულ პროდუქტებზე ფასების კლების საფუძველი, თუმცა ეს ვერ იქნება გრძელვადიანი

20:34; 25 იანვარი, 2026
პოლიტიკა

PEN-ის საერთაშორისო ორგანიზაციები გაეროს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ

16:41; 25 იანვარი, 2026
პოლიტიკა

“დარწმუნებით შემიძლია მოსახლეობას ვუთხრა”- რა განაცხადა რევაზ სოხაძემ გურიაში

15:05; 25 იანვარი, 2026

გასაიდუმლოებული მანდატურები

საუზმე ტკბილი წიწაკით და ანჩოუსით

ყველა სიახლე

პოლიტიკა

გივი თარგამაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა

10:45; 26.01.2026
საზოგადოება

“სამჯერ დამარტყა სახეში ნაჯახი… _უმძიმესი კადრები და დაზარალებულთა ჩვენებები: როგორ მოქმედებდა ნეონაცისტური ქსელი საქართველოში

10:38; 26.01.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:05; 26.01.2026
ზაფრანი

მნიშვნელოვანი ასაკი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

10:03; 26.01.2026
ზაფრანი

რას ნანობენ ზოდიაქოს ნიშნები

10:00; 26.01.2026
ზაფრანი

რა უპირატესობა და ნაკლი აქვს ქორწინებას

9:59; 26.01.2026
ზაფრანი

რომელი მცენარე უნდა ჰქონდეთ სახლში

9:53; 26.01.2026
სპორტი

გაბრიელ სალუქვაძე საჭადრაკო ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა

21:31; 25.01.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ერთ კონკრეტულ პროდუქტთან დაკავშირებით აშკარად შედგა რამდენიმე ქართველი მწარმოებლის გარიგება

20:58; 25.01.2026
მსოფლიო

ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

20:52; 25.01.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არ გამოვრიცხავთ, რომ განცხადება შეიძლება გახდა გარკვეულ პროდუქტებზე ფასების კლების საფუძველი, თუმცა ეს ვერ იქნება გრძელვადიანი

20:34; 25.01.2026
მსოფლიო

ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

18:23; 25.01.2026
სამართალი

გორის გასასვლელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

18:06; 25.01.2026
პოლიტიკა

PEN-ის საერთაშორისო ორგანიზაციები გაეროს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ

16:41; 25.01.2026
პოლიტიკა

“დარწმუნებით შემიძლია მოსახლეობას ვუთხრა”- რა განაცხადა რევაზ სოხაძემ გურიაში

15:05; 25.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო