თურქეთი და ამერიკა რუსეთს მოუწოდებენ სირიაში ადგილობრივ ოპოზიციასა და მოქალაქეებზე თავდასხმები შეწყვიტოს და ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაზე გაამახვილოს ყურადღება. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საუდის არაბეთის, კატარის და თურქეთის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია,რომ რუსეთის ქმედებები შემდგომ ესკალაციისკენ, მეტი ექსტრემიზმისკენ და რადიკალიზაციისკენ არის მიმართული.
"თუ საჭიროა სამხედრო ოპერაციები უნდა განხორციელდეს, საამისოდ რამდენიმე პირობა უკვე შექმნილია. თუ საჭიროა ბრძოლა ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებთან, ჩვენ პარლამენტში რეზოლუციას ამ თემაზე მხარს დავუჭერთ."_განაცხადა თურქეთის ოპოზიციური პარტიის ლიდერმა.