საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასკომის სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. უკვე ცნობილია, რომ შპს საფეხბურთო დავების განმხილველი სპორტული ტრიბუნალის დასაბუთებული გადაწყვეტილებით, რომელიც 2 ოქტომბერს ჩაბარდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, ა(ა)იპ რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ფეხბურთის ფედერაციის და ა(ა)იპ გურიის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის დელეგატებს _ გია გილიგაშვილს და გოჩა ტყებუჩავას მიეცათ უფლება მონაწილეობა მიიღონ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 3 ოქტომბერს დანიშნულ ყრილობაზე.
თუმცა, ტყებუჩავას ხმის მიცემის უფლება სასამართლომ ჩამოართვა და როგორც გვითხრეს, უეფას რეკომენდაციით და აღმასკომის გადაწყვეტილებით ტყებუჩავას ნაცვლად ხმას გურიის ფედერაციის პრეზიდენტი კახა ებრალიძე მისცემს, რომელმაც რევაზ არველაძე ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად პირადად წარადგინა.
"გურია ნიუსის" გადაღები ჯგუფი ფეხბურთის ფედერაციასთან იმყოფება და უახლეს ინფორმაციას მიღებისთანავე მოგაწვდით.