გასულ კვირას, რედაქციაში ოზურგეთელი ნათელა გიორგაძე გვესტუმრა და თავისი გულისწყრომა გამოთქვა: _ რამდენიმე დღის წინ “ავერსის” აფთიაქში (ოზურგეთში) ვიყიდე გულის დამამშვიდებელი წვეთები, რომელსაც ხშირად ვყიდულობ. კოლოფი არ შემიმოწმებია, რასაც შემდეგში აუცილებლად გავითვალისწინებ _ 15 წვეთი მოვიხმარე და როდესაც მეორედ დამჭირდა წვეთები, ბოთლში არაფერი არ იყო. იმ წუთში მივედი აფთიაქში, და არც კი მომაქციეს ყურადღება ნორმალურად. არც ჩემი ასაკი გაითვალისწინეს და იქეთ მომდეს შარი, რომ ეს ასე არ იქნებოდა. ისე გამაბრაზეს, რომ ბოთლი იქვე დავამსხვრიე და წამოვედი. შეიძლება, ასეთი უსამართლობა?! _ გვითხრა გიორგაძემ.
აფთიაქ “ავერსის” გამგემ, ნონა როყვამ გვითხრა, რომ ქალბატონ ნათელას ყურადღებით მოუსმინეს: _ ჩვენ მომხმარებელს საქონელს ჩეკით და ზედნადებით ვატანთ, წვეთები არის დალუქული. “ავერსში” იყიდა თუ არა, ეს საკითხავია, რადგან მას არანაირი საბუთი არ წარმოუდგენია. რა პასუხი უნდა გავცე? მედიკამენტი, უმეტეს შემთხვევაში, არის დალუქულ მდგომარეობაში და რა პრეტენზია ჰქონდა, არ ვიცი. თქვენ გაარკვიეთ, _ გვითხრა ნონა როყვამ.
ჩვენ ამ ფაქტის შესახებ “ავერსის” სათავო ოფისს შევატყობინებთ.