სასტუმრო "ჰოლიდეი ინში", სადაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები უნდა გაიმართოს ვითარება დაძაბულია _ ერთმანეთს პრეზიდენტის კანდიდატების ლევან კობიაშვილისა და რევაზ არველაძის მხარდამჭერები დაუპირპირისპირდნენ.
ლევან კობიაშვილის განმარტებით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც რევაზ არველაძის მხარდამჭერებს დელეგატების გარკვეული ნაწილი ორ ოთახში ჰყავთ ჩაკეტილი.
_ არ ვიცი ვინაა, მაგრამ გუშინ ბიულეტენებით დადიოდა, ახლა დელეგატები ჰყავს დამწყდეული. არ ვიცი რას აქვს ადგილი, მაგრამ ბოლო ოთახში დელეგატები ჰყავთ ჩამწყვდეული და გამოიყვანონ, _ განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
ყრილობა 11 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა დაძაბული ვითარების გამო ჯერ არ დაწყებულა.