ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, რევაზ არველაძემ რამდენიმე წუთის წინ თავის მხარდამჭერ დელეგატებს საარჩევნო ყრილობაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
"მინდა არჩევნები დღესვე ჩატარდეს. ჩემი პასუხისმგებლობა გათავისებული მაქვს ქართული ფეხბურთისა და ქვეყნის წინაშე. მოვუწოდებ ყველას, რომ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. ამ არჩევნების დამთავრების შემდეგ, ნებისმიერ შედეგს ვცნობ. ვარ პასუხისმგებელი ქვეყნისა და ფეხბურთის წინაშე", _ აღნიშნა არველაძემ.
მანვე სასამართლოს მოუწოდა რომ გეგა გობეჯიშვილს არჩევენებში მონაწილეობის უფლება მიეცეს.
"ამ ადამიანის მიმართ ვგრძნობ პირად პასუხისმგებლობას. დარწმუნებული ვარ, რომ არაფერს ვითხოვ რაღაც განსაკუთრებულს. ამ კაცის მიმართ, რომელიც არის ციხეში და იტანჯება, მე მაქვს ჩემი პასუხისმგებლობა", _ განაცხადა არველაძემ.
არველაძემ კობიაშვილის და მისი მხარდამჭერების განცხადებას, რომლის თანახმადაც მას დელეგატები ოთახში ჰყავს გამოკეტილი სიცრუე უწოდა.