გუშინ, ოზურგეთის "მეგობრობის" სტადიონზე საფეხბურთო კლუბი "მერცხალი" ბათუმის "დინამოს" შეხვდა. ეს შეხვედრა მეტად მნიშვნელოვანი იყო ოზურგეთელი ფეხბურთელებისთვის. "მერცხალის" ახალმა შემადგენლობამ სტუმრებს მოუგო და პლეიოფში მოხვედრის შანსები გაზარდა.
ერთადერთი გოლი, პირველ ტაიმში სტუმრების კარში სერგო გელას ძე ჩიგოგიძემ გაიტანა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ილია ვაშაყმაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ალეკო მამეშვილი თამაშის მხოლოდ პირველ ტაიმს დაესწრნენ.