ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობის ერთ-ერთი დელეგატი, რევაზ არველაძის მხარდამჭერი გეგა გობეჯიშვილი, რომელიც სასამართლომ 500 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა ამ წუთებში "ჰოლიდეი ინ"-ში მივიდა.
დარბაზში მის შესვლას არველაძის მომხრეები ტაშით და შეძახილებით შეხვდნენ.
გობეჯიშვილის თქმით ის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და მხარს რევაზ არველაძეს უჭერს.