საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძის განცხადებით, მისთვის მიუღებელია ქართული ფეხბურთის გაბვითარებაზე ნარკოტიკების მომხმარებლები საუბრობდნენ.
"ჰოლიდეი ინ"-ში უეფას წარმოამდგენელს ვმასპინძლობ და მთელი დღეა ვაკვირდები ამ პროცესს. თითქმის ყველა რეგიონული ფედერაციის წესდება შევისწავლე", _ განაცხადა კალაძემ "იმედის" პირდაპირ ეთერში ჩართვისას და დასძინა, რომ აბსურდულია ის განცხადებები, რაც მისი მხრიდან ფედერაციის არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით გავრცელდა.
"ჩვენ ვერევით მხოლოდ ფეხბურთის განვითარების კუთხით. სხვა არაფერია", _ აღნიშნა კალაძემ
რაც შეეხება გეგა გობეჯიშვილის დაკავების და შემდეგ გამოშვების პროცესს, კალაძემ აღნიშნა, რომ "ეს არის მესამე პიროვნება დელეგატებიდან, რონელიც ნარკოტიკებისთვის დააკავეს".
კალაძის თქმით, მისთვის ამიუღებელია, რომ "ქართული ფეხბურთის განვითარებაზე ნარკოტიკების მომხარებლები გვესაუბრებიან".