ვინც არ უნდა გახდეს პრეზიდენტი, ვთხოვ სახელმწიფოს, რომ ერთნაირად დაუდგეს პრეზიდენტს გვერდით; ჩემი არჩევის შემთხვევაში გპირდებით, რომ ეროვნული ჩემპიონატი დაემსგავსება ჩემპიონატს და ბავშვთა ფეხბურთი გახდედა უფასო, რეგიონული ფეხბურთის ფედერაციები გახდეს დამოუკიდებლები და არა სფფ-ზე დამოკიდებული სუბიექტები, _ ამის შესახებ სფფ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა მამუკა კვარაცხელიამ ყრილობაზე განაცხადა.
კვარაცხელია სიტყვით ამ წუთებში გამოდის.
მისი თქმით, მისი არჩევის შემთხვევაში, "ქართულ ფეხბურთში სკანდალები მორჩება".
"ღმერთმა ქნას, რომ ამ ყრილობამ საფეხბურთო სამყარო გააერთიანოს", _ აღნიშნა გამოსვლისას კვარაცხელიამ.