გურიაში, კონკრეტულად კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ამ წუთებში სტიქიას ებრძვიან.
განგებლის, მერაბ ჭანუყვაძის ინფორმაციით მოთხრილია ხეები და სახლებს სახურავები აქვთ გადამძვრალი
"ამ დროის მონაცემებით საკმაოდ დიდი ზარალის გვაქვს ნარუჯა ლაითურის მიმართულებით. მოთხრილია ხეები, სახლებს სახურავები აქვთ გადახდილი. რამდენიმე ადგილზე გზაც იყო ჩახერგილი, თუმცა უკვე გავხსენით", _ გვითხრა ჩანუყვაძემ.
ოზურგეთში ამ წუთებშიც ძლიერი ქარი და წვიმაა.