სპეციალური კომისია დაბა ლაითურში ზარალის დათვლას შეუდგა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მ დროის მონაცემებით, დაზიანებულია 35-მდე მრავალბინიანი და კერძო საცხოვრებელი სახლი.
ძლიერი ქარისა და უხვი ნალექის გამო მწყობრიდან გამოვიდა ელექტრო გადამცემი ხაზები. დაზიანებულია გაზსადენი მილი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე და გამგებლის მოადგილე ბადრი გობრონიძე ლაითურში დილიდან იმყოფებიან და დაზარალებულ მოსახლეობას ხვდებიან. ზარალის ზუსტი რაოდენობა ხვალ დილისთვის გახდება ცნობილი.
სტიქია დაბა ლაითურში გუშინ საღამოს 20 საათიდან დაიწყო.
პ.ს. ფოტოები მოგვაწოდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურმა